I Am a Ukrainian

კადრი ვიდეოდან

„I Am a Ukrainian“ (ქართ. მე უკრაინელი ვარ) — ინტერნეტ ვირუსული ვიდეო, რომელიც პირველად 2014 წელს YouTube-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ნაჩვენებია ახალგაზრდა უკრაინელი ქალი რომელიც მხარს უჭერს 2014 წლის უკრაინის რევოლუციას. ფილმის ავტორი გრემ მიტჩელია. იმავე წლის მარტის ბოლოს ვიდეოს უკვე 8 მილიონამდე ნახვა ჰქონდა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე[1] თავდაპირველად ქალის ვინაობა უცნობი იყო[2], მაგრამ საბოლოოდ მისი ვინაობა ცნობილი გახდა. ვიდეოში გადაღებული ახალგაზრდა ქალი კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის უკრაინული ლიტერატურის ფაკულტეტის დოქტორანტი იულია მარუშევსკაია აღმოჩნდა[3]. მარუშევსკაიამ და ბრიტანელმა ფოტოგრაფმა გრემ მიტჩელმა ეს ვიდეო 22 იანვარს ხუთი ადამიანის დაღუპვის შემდეგ გადაიღეს, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლ იარაღს ემსხვერპლა[3][4]. მარუშევსკაია გრძნობდა, რომ მას ევრომაიდანისთვის უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა და იმედგაცრუებული იყო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელების ქცევით[3]. მას სურდა მაყურებლებისთვის ეთქვა, რომ უკრაინელებს საკუთარი ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში არსებული უკონტროლო კორუფციის გამო უნდოდათ[3][5]. მათ გადაიღეს ინგლისურენოვანი[6] ვიდეო რომლის ხანგრძლივობაც 2 წუთი და 4 წამია[5]. 2015 წლის ივლისში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იულია მარუშევსკაია ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მანამდე იულია მარუშევსკაიამ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში გაიარა პრაქტიკა[7].

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის hp არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის pp არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის tgwp არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის voanews არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. 5.0 5.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის syracuse არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის bbc არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის saakashvili არ არის მითითებული ტექსტი; $2

From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Nelliwinne